სამი ინტერვიუ ალეხანდრო ხოდოროვსკისთან

AJ+Black+white+close

მრავალმხრივი ჰისტრიონი. მომნუსხველი შამანი, რომელიც 80 წლის ასაკშიც ალმასისებრი სიელვარით კითხულობს და ხსნის სამყაროსა და ადამიანთა გულებს.

თეატრი – სიურეალიზმი – ალეხანდრო ხოდოროვსკი – ტაროს კარი – წიგნი „ la métagénéalogie la famille un trésor et un piège“

 “საერთოდ რომ არ მეთანხმებოდე, ეს შენდამი სიყვარულს ვერ ამიკრძალავს“. ეს არის დღევანდელი პოსტი, რომელიც ალეხანდრო ხოდოროვსკიმ ინტერვიუს ჩაწერამდე  ტვიტერში დაპოსტა. ერთ-ერთი იმ თხუთმეტ იუზერთაგანი, რომელიც ყოველდღე პოსტავს.

“სოციალურ ქსელებს, როგორც ხელოვნების ფორმას – პოეტიკის გამოსახატავად ვიყენებ. და ეს ამართლებს კიდევაც“, ხსნის ხოდოროვსკი თავისი მომნუსხველი ესპანური აქცენტით. რთულია ამ რუსული წარმომავლობის ჩილელი ჰისტრიონის ისტორიის შეჯამება.

ავანგარდული თეატრის წარმომადგენელი როლად ტოპორთან და ფერნანო არაბალთან ერთად გახლდათ (და დღემდე არის კიდევაც) მიმისტი და რეჟისორი ისეთი საკულტო აკრძალული ფილმებისა, როგორიცაა – „თხუნელა“, „წმინდა მთა“, „წმინდა სისხლი“; გარდა ამისა ის გახლავთ მწერალი, პოეტი, კომიქსების სცენარისტი  (მობიუსთან, ჰანს რუდლოფ გიგერთან, კრის ფოსთან ერთად..), ანდრე ბრეტონთან ერთად სიურეალიზმის წარმომადგენელი. ასევე ტაროს კარტის სპეციალისტი, დიდი მისტიკოსი, ფსიქომაგიისა და ფსიქოგენეოლოგიის დამაარსებელი, სწორედ ამ თემას მიეძღვნა მისი ბოლო ნაშრომი “La métagénéalogie. La famille, un trésor et un piège” (რედ. ალბინ მიშელი), სადაც საუბრობს ხელოვნების თერაპიულობასა და მის დადებით გავლენაზე იმ გენეოლოგიურ ხეზე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანზე მძიმე კვალს ტოვებს.

11134452_10202684927404831_466517412_n

მესაუბრა“ არკანების“ (ტაროს 22 კარტი) გავლით საკუთარი თავის ძიებებზე, რომლესაც აგერ უკვე 40 წელია სწავლობს: “ჩემი მუშაობა ეს არის სულის ძიება. მამაჩემი ათეისტი ვაჭარი გახლდათ. ოთხი წლის ვიყავი, როცა მითხრა რომ სიკვდილი ეს სიცოცხლის დასასრულია. არ არსებობს არანაირი მეტაფიზიკური ასპირინი, რომელიც ამ სევდის დაძლევაში დაგეხმარება, სწორედ მაშინ დავიწყე ცხოვების მიზნის გარკვევაში. ამ თემას წიგნიც კი მივუძღვენი – „რეალობის ცეკვა“.

“ვიყავი ხელოვანი, თუმცა ეს არ მაკმაყოფილებდა. შემდეგ  ტაროს კარტებით დავინტერესდი:  მათი ენა ისეთივე რეალური და ჭეშმარიტია, როგორც იტალიური და ფრანგული“.

დღეს ოთხშაბათია, „ხოდო“ ახალგაზრდა აუდიტორიას უფასო პერფომანს სთავაზობს. “მივატოვე ზედაპირული ესთეტიკური ხელოვნება და დავიწყე ისეთი არტის კეთება, რომელიც ადამიანებისთვის სასარგებლო იქნებოდა და შეძლებდა მათ განკურნებას“. ე.წ. უბრალო ხელოვნება. დღეს უპირატესობა ენიჭება ეგოცენტრიზმს; მე მსურს „ჩემი ხელოვნება“ „ჩვენს ხელოვნებად“ ვაქციო.

 “საზოგადოება კვებავს ტერორს და თვითონაც შიშში ცხოვრობს. გვეშინია დაკარგვის და, შესაბამისად, ვფლანგავთ“ მსოფლიოს ვინ მართავს? „სულ სხვა საუკუნის ხალხი, რომლებიც პლანეტის განადგურებაზე მუშაობენ“.

როგორ იქმნება მსგავსი სიტუაცია? “ამისთვის არ არის საჭირო რევოლუციები, მთავარია გონების ტრანსფორმირება და ახალ შეგნებამდე მისვლა“.

ეს ერთადერთი გამოსავალია? „თუკი გაანალიზებ, იმუშავებ შენს თავზე, შენს წარსულზე, მაშინ ყველაზე მარტივი რეალობა მატერიალიზდება“. „ხოდო“ მუშაობს ადამიანებისა და პლანეტის გადარჩენაზე.

“ჩვენი ტვინი ერთჯერად მოქმედებას იყო მიჩვეული: ინდივიდი იყო ის, რასაც აკეთებდა. დღეს მრავალგვარნი ვართ, ნივთებიც კი იცვლებიან. ვიბრძით მოძველებული გონების დასამარცხებლად. დღევანდელობის აქტივობას თერაპევტული დატვირთვა უნდა ქონდეს“.

ჩვენ ვართ დაავადებული, ყრუ საზოგადოება და პლანეტა. სადაა ხსნა? „თითოუელი ჩვენთაგანის ღმერთში, მიეცით მას ლაპარაკის უფლება. ტაძარი ეს არის ჩვენი სხეული, მღვდელი კი – ჩვენი გული: აი, აქედან უნდა წამოვიდეს ახალი შეგნება“ .

11144615_10202684928844867_1635207840_o

ინტერვიუ ალეხანდრო ხოდოროვსკიდთან

(ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა „Arthur Magazine“-ში 2010 წელს)

ახლა მუშაობ ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის  საინტერესო იქნება. საიდან  ამდენი ენერგია? 

ენერგია მოაქვს იმის გათვიცნობიერებას, რომ მალე გარდაიცვლები. დავბერდი. იმდენი რაღაცა მაქვს გასაკეთებელი, რომ ყოველ დღე ვცდილობ უფრო სწრაფი გავხდე და მოვასწრო ყველაფერის გაკეთება. არ მინდა ისე მოვკვდე, რომ სურვილები ვერ განვახორიციელო.

შენ გიცნობენ როგორც რეჟიროს, თუმცა ბოლო 25 წელია მუშაობ კომიქსებზე და არა ფილმებზე.. 

რის განხორციელებასაც ვერ ვახერხებ ფილმებში, იმას ვწერ ან გადმომაქვს კომიქსებში. ვფიქრობ, რომ კომიქსები კინოს მსგავსად ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი არტ ფორმაა. კომიქსებად ქცეული რომანი კი –  საერთოდ სასწაულია. 4-5 წლის განმავლობაში, ყოველ კვირას ვხატავდი ერთ გვერდს და ასე ვავსებდი ისტორიას.. მაგრამ, როცა ვნახე „Moebius“-ის ნახატები, მაშინვე შევწყვიტე ხატვა და აღარასოდეს დავუბრუნდები. „ Moebius’, ბუკი, ხუან ხიმენესი, ბელტრანი – გენიოსები არიან. არ ვიცი როგორ ახერხებენ ამ საოცრებების დახატვას. ნამდვილად სასწაულია. ან შარეს ნამუშევრებს რომ იხილავ?! წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს… ნამდვილი მონსტრია!

11144578_10202684929644887_2112673585_o

ფილმზე მუშაობისას ყველაფერი შენ ხარ: სცენარისტი, რეჟისორი, მემონტაჟე, პროდიუსერი და ა.შ. კომიქსებზე მუშაობისას შენ წერ სცენარს, ხოლო მისი ხორცშესხმა უკვე სხვას ევალება.

მთლად მასეც არაა. სანამ დავიწყებ რაღაც სერიაზე მუშაობას, ჯერ ვეცნობი კონკრეტული არტისტის ჩანახატებს. თუ მომეწონება ნახატები, მხოლოდ შემდეგ ვიწყებ სცენარზე მუშაობას. მიყვარს როცა ვიხიბლები ადამიანით. ბევრს ვესაუბრები, უკეთ რომ გავიგო რისი ხატვა უყვარს, როგორი ხედავს კონკრეტულ პროექტს (ის რა სერიაზეც ვმუშაობთ). საუბრისას, მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ვეცნობი.. ვიძიებ მის სულს.. უკეთ გასაცნობად სიღრმეებში ვაღწევ.. ვცდილობ, ამოვხსნა რისგან შედგება.  შემდეგ, მასთან ერთად  სცენარის იდეას ვარჩევ,  ვიზარებ მის შენიშვნებს; ბოლოს ვბრუნდები სახლში და ყველა მისი რჩევის გათვალისწინებით ვიწყებ ჩემი ისტორიის წერას. კმაყოფილი რჩება, იმიტომ რომ მასთან ერთად ვმუშაობ. არა მის იდეასთან – არამედ მის ემოციებთან.

გამოდის, მათთან მუდმივ კონტაქტში ხარ? 

კი, მუდმივ. როცა ბუქთან ერთად „Bouncer“-ზე ვმუშობდი, ყოველ საღამოს ვურეკავდი და ვეკითხებოდი: „რამე ახალი დახატე?“, „რაღაც ახალი ხომ არ გიცდია?“. ზოგჯერ მპასუხობდა: „ვგრძნობ, რომ ამ სცენაში პერსონაჟი ასე ვერ მოიქცევა“, შემდეგ ამას განვიხილავთ. თუ რაღაცა არ მოსწონს ან ვერ ახერხებს დახატვას, უკეთ ადაპტირებისთვის იგივე სცენას სხვანაირად ვწერ. მაჯადოვებს ეს ისტორიები. ეს ჩემთვის მხოლოდ ფულის კეთების საშულება არაა.. რაღაც კრეატიულია, ხო ხვდები?!

გიყვარს საქმეში გარისკვა?  

კი, მაგალითად… „მეტაბარონებზე“ მუშაობისას ყველა წიგნი გადაულახავი კრიზისით მთავრდებოდა. პერსონაჟებს უამრავი პრობლემა აქვთ. ინდივიდი სათესლე ჯირკვალის გარეშე ცხოვრობს, ამ დროს კი ესაჭიროება შვილის ყოლა. ამას როგორ მოახერხებს? ხო შეუძლებელია?!. მაგრამ ველოდები.. ველოდები და ბოლოს – როგორც იქნა! გამოსავალიც ჩნდება. მოულოდნელად იდეა მთლიანად მიპყრობს. შემდეგ, როცა ვიწყებ წერას, სიტყვები თავისით ფორმირდებიან.

ამას გრძნობ ხოლმე?

წერისას არ ვიტანჯები. მაგრამ, როცა ვიწყებ ახალ სერიაზე მუშაობას, სამი დღის განმავლობაში საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ. ერთადერთი რასაც ვახერხებ ეს ფილმის ყურება, ტელევიზორის ჩართვა და წიგნის წაკითხვაა… ეს დღეები აბსოლუტურად პარალიზებული ვარ. შემდეგ, უცებ ყველაფერი თავისით მოდის და ამის მადლიერი ვარ. მე არაფერს ვქმნი. მე არ ვარ შემოქმედი, ერთადერთი რასაც ვაკეთებ ისაა, რომ იდეებს ვაგროვებ.

როგორ ფიქრობ, საიდან მოდის? 

ქვეცნობიერიდან. ყველაფერი იქიდან მოდის. ვფიქრობ, რომ ქვეცნობიერი ეს უზარმაზარი სამყაროა, შენ ასე არ თვლი? და როცა კარს უღებ, მაშინ ხდები მისი თანამონაწილე, შენს თავს განსხვავებული კუთხით ხედავ. მთავარია შენს თავში იპოვო საკმარისი ძალა და შესძლო კარების გამოღება.

 შემდეგ კი დგება  მომენტი, როცა უნდა გადალახო ის რაც კარების გაღებისას გხვდება, განურჩევლად მისი უცნაურობისა და საშინელებისა..

ეგრეა! „Juan Solo“-ზე მუშაობა მშვიდად მიმდინარეობდა, როცა უცებ წამოვიყვირე: „შეუძლებელია! კატის კუდი აქვს! ეს ყველაფერს ცვლის: მთლიან ისტორიასა და პერსონაჟებს! ახლა რაღა უნდა ვქნა?!“.. შემდეგ ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება: „მერწმუნე, ეს ასე უნდა ყოფილიყო“.

11129313_10202684936125049_2008268874_n

შენ ტაროს კარტების ექსპერტი ხარ. ახერხებს ტაროს კარტებსა და კომიქსებს შორის რაიმე კავშირის დაჭერას? 

რა თქმა უნდა, ტარო ეს გერმანელების, ამერიკელების ან იგივე ესპანელების ოპტიკური ენაა. მის გასაგებად სულაც არაა საჭირო იყო ჯადოქარი, მისი წაკითხვა და შესწავლა საკუთარი ხედვის პოტენციალითაცაა შესაძლებელი.  ტაროს კარტი ერთდორულად ნახატს და ტექსტს გთავაზობს, შესაბამისად გიმარტივდება მისი წაკითხვაც. ზოგ ადამიანს ჭადრაკის თამაში უყვარს, ზოგს – კარტის; პირადად მე ტაროს კარტის ამოკითხვას ვანიჭებ უპირატესობას. ამით ვერთობი. ყოველ ოთხშაბათს 20-30 კაციან ჯგუფში ტაროს კარტის კითხვის საღამოებს ვაწყობ. მე მხოლოდ აწმყოსთან დაკავშირებული პრობლემების ამოხსნა შემიძლია. მომავალს ვერ ვხედავ და არც მჯერა მისი. ეს ინტუიციის მასტიმულირებელია,  გონების სავარჯიშო, რადგანაც ის შორეულ, მივიწყებულ ასპექტებს ეხება. და როცა წლების განმავლობაში საკუთარი ხედვის განვითარებაზე მუშაობ, ბოლოს ახერხებ რადიკალურად განსხვავებულის შექმნას. მარტივი ხდება ისტორიის, ხელოვნების, კომიქსების წარმოდგენა. მეც კი აღტაცებაში მოვყავარ, იმას რასაც „მეტაბარონებში“ ვწერ.

60-70 წლების ინტერვიებში ხშირად აღნიშნავდი, რომ გსურდა საკუთარი ეგოსგან გათავისულფლება. 

კი, თავიდან იმედი მქონდა, მაგრამ შეუძლებელია ამის მიღწევა. წარმოუდგენელია საკუთარი თავის დაკარგვა, თუმცა შესაძლებელია მისი მოთვინიერება. საკუთარი ეგოსგან გათავისუფლება – აბსურდია. ბუდაც კი ფლობს თავის ეგოს!

რანაირად ხდება მისი მოთვინიერება?

 ტანჯვით და სიხარულით.  როცა იწყებ ტანჯვის მიზეზებში გარკვევას, მაშინ ხვდები, რომ შენ არ ხარ სამყაროს ცენტრი. ცენტრი ხარ, მაგრამ არა ერთადერთი.  თითოეული ჩვენთაგანი სამყაროს ცენტრია. შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ „ცენტრი მე ვარ და არა ჩემს გვერდით მდგომი ადამიანი“. აუცილებელია ვაფასებდეთ ჩვენს თავს, არ უნდა ვიქცეთ იმ ადამიანად, რომელიც იძახის: „სულაც არ ვარ ყველაფრის ცენტრი. საერთოდ არაფერი ვარ“. რაღაცა უნდა შევზღუდოთ და რაღაცა უნდა განვავითაროთ – ეს გვაქვს დასამუშავებელი.

 აუცილებელია ვისწავლოთ ჩვენი თავის ობიექტურად შეფასება: როგორც შეგიძლია დაინახო ხე ან კატა, ისევე წარმატებულად უნდა დაინახო შენი თავიც. ყოველ საღამოს, დაძინებამდე ვეფერები ჩემს ცოლს და მერე უკვე საკუთარი თავის დანახვას ვცდილობ [თითქოს სარკეში ვიხედებოდე] ვეკითხები ჩემს თავს: „ეს რა არის? ვინ ვარ მე? სხეული ვარ, რომელიც სულითაცაა დაჯილდოვებული თუ სული ვარ, რომელიც სხეულითაცაა დაჯილდოვებული? “.. შემდეგ ნელ-ნელა ამ სიტყვების წარმოთქმას ვიწყებ: „მე ვარ სხეულით დაჯილდოვებული სული“. შემდეგ ისევ ვაგრძელებ: „რა სისულელეს ვიძახი? მე ამ სხეულის პროდუქტი ვარ. არ მიყვარს ეს სხეული. არ მომწონს ჩემი მუცელი, ვერ ვიტან ჩემს თეთრ თმებს“, მაგრამ სწორედ ეს  საშინელი მოხუცი ქმნის ამ ულამაზეს სულს! ყველაფერი მის სხეულში ფორმირდება! სწორედ ამიტომაცაა პატივისცემის ღირსი.

 წლების განმავლობაში ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებდი. მეგონა თავმდაბალი ადამიანი იმიტომ იმალებდა, რომ არ შეეძლო სხვებისთვის საკუთარი თავისა და პოტენციალის ჩვენება. რეალურად, თავმდაბლობა საკუთარი თავის მიღებას ნიშნავს.

 ჩილეში ლეგენდა ვარ.  ეს ჩაკეტილი ქვეყანაა – კუნძულივითაა – როცა ვინმე ჩილელი მსოფლიოს მაშტაბით ცნობილი ან წარმატებული ხდება, სხვა ჩილელები გაოცებულები რჩებიან. აი, ასე ხდები ლეგენდა.  ქუჩაში ახალგაზრდები მაჩერებენ და რჩევის მიცემას მთხოვენ. მეც ვპასუხობ მათ კითხვებს და რჩევებსაც ვიძლევი. ასეთ დროს რთულია ეგოთი არ იყო შეპყრობილი, არა?

11088957_10202684941925194_1021135128_o

ინტერვიუ ალეხანდრო ხოდოროვსკისთან
( „რეალობის ცეკვა“)

 ფსიქომაგია შენი ბიოგრაფიის გამოძახილია. ერთმანეთის გარეშე შესაძლებელია მათი არსებობა? 

შეიძლება წარმოვიდგინოთ ვაშლის ხე ვაშლის გარეშე? ყველაფერი რეალიზებული და არარეალიზებული ერთად ჩემი ცხოვრების უწყვეტლობას ქმნის.

როგორ განსაზღვრავთ ხელოვანის აქტივობას?

შემოქმედებითი აქტივობა: „ციცინათელა გადაყლაპული გომბეშოს კაშკაშა ექსკრემენტი“.

ვულგარული აქტივობა: გომბეშო გადაყლაპული ციცინათელას შხამიანი ექსკრემენტი“.

არსებობს შენთვის იერარქია ხელოვნებაში, წარმოსახვაში, ცოდნაში?

სამყარო გასაოცარი ქაოსია: აქ არ არსებობს არანაირი იერარქია, აქ მიკრო და მაკრო ერთნაირად მნიშვნელოვანია. არაცნობიერში ყველა „ღირებულება“ ერთ საერთო სიზმარში იშლება. რაციონალური საპყრობილე იარარქიას ამყარებს, თავისუფლება კი – სულიერ საძმოებს.

არსებობს რაიმე ალქიმიური საშუალება, რომელიც ცნობიერებამდე მიგვიყვანდა?

„ცნობიერება“ ეს სულის მატერიალიზაციაა.
„ალქიმია“ – მატერიის სპირიტუალიზაცია.
„ცოდნა“ რეალურ მდგომარეობამდე მისვლა: არაფერი

სიურეალიზმში დარჩა რამე ისეთი,  რაც დღემდე აქტუალურია? 

ყველა „იზმის“, ისევე როგორც ყველა ადამიანის საბოლოო განსასვენებელი მოგონებათა სასაფლაოა. სიურელიზმისგან სურნელოვანი გვამიღა დარჩა.

მომიყევი რამე რომელიმე მაგიურ ცხოველზე..

ტილი, რომელიც წინასწარმეტყველების თავებიდან სისხლს წოვს.
მძინარე ვეფხვი, რომელიც საკუთარ სიზმრებში, თავის ზოლიან ტყავზე მედიტირებულ ბუდას ქმნის.
უბუმბულო, უთაო, შიგნეულობა ამოცლილი შემწვარი ქათამი, რომელიც ყოვლადწმინდა მარიამი სიმბოლოა.

დღესაც შესაძლებელია გამოვიყენოთ ის, რასაც ალქიმიკოსები „ძალაუფლების მცენარეებს“ უწოდებენ? 

ბრძენ, რეალიზებულ ადამიანს ეს საერთოდ არ სჭირდება. თუმცა, შესაძლებელია ჰალუცინაციის დახმარებით შენი მოსწავლეები ცრუ რაციონალიზმისგან გაათავისუფლო.. მაგალითად, ბერლუსკონის დიდი სიამოვნებით ავუხსნიდი თუ რა ძალას ფლობს წმინდა სოკო. კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმაკოსმიური ცოდნის მიღებისკენ დაიწყონ  სვლა.

სიზმრები: გჯერა, რომ არსებობს კოლექტიური ჯოჯოხეთი?

კი, და არამარტო ჯოჯოხეთის, ასევე იმ გასაოცარი არსებების მჯერა, რომელებსაც ანგელოზებს ვუწოდებთ. რეალურად, კაცობრიობა ეს ანგელოზთა კოლექტივია.

შენი რჩევა –  როგორ აღვზარდოთ სწორად შვილები? 

ისევე მოვექცეთ მათ, როგორც ლამაზ მცენარეს: გავიგოთ საითკენ სურთ მათ შინაგან „მე“-ს სვლა და მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად შეიცნონ თავიანთი თავები. მშობლებმა არ უნდა დავუგეგმოთ შვილებს ცხოვრება, უნდა მივიღოთ მათ არჩევანს, თუნდაც ეს არჩევანი ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყოს.

არ გეჩვენება, რომ დასავლეთ საზოგადოება ყველაფრის სრულყოფილებას ცდილობს? შესაძლებელია ამ სიტუაციის შეცვლა?

ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა დაიწყოს მენტალური მეტამორფოზა. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რადგანაც ჩვენმა საზოგადოებამ, ეგოსა და ნავთობის ფონზე, შეწყვიტა ფუნქციონირება. საჭიროა, დავივიწყოთ ძველი წეს-ჩვეულებები, უნდა ვიპოვოთ საწყისი, არამომწამვლელი ენერგია და გავაღვიძოთ ჩვენი შინაგანი ღმერთი.

ალეხანდრო ხოდოროვსკის დაუბეჭდავი ლექსი  

პორტრეტი სიპინიში

უმალ ჩავეფლე ლაფში,
მომწყინდა კედლების თაყვანისცემა,
ცეცხლში გაეხვია გონება,
არ არსებობს არანაირი განსხვავება
იმ გიჟს შორის, რომელსაც სჯერა, რომ ნაპოლეონია
და ჩემს შორის – რომელსაც სჯერა, რომ ხოდოროვსკია.

მსგავსად შავ მთაზე გვირაბის გათხრისა,
მსგავსად, ურანზე აქლემის წაყვანისა,
მსგავსად, ტვირთად ქცეულ სამყაროში
მსუბუქი ჩონჩხის ფლობისა.

გავანგრევ არ არსებულ კარებებს.
გადავლახავ ძვალგალხობილ მდინარეს.
და ბოლოს აღვსდგები კოცნად.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s