ინტერვიუ ალეხანდრო ხოდოროვსკისთან

jodorowsky

ტრიესტეს “Science + Fiction festival” ერთაქტიანი დიალოგი ალეხანდრო ხოდოროვსკისთან

ვიცით, რომ „Dune“-ს განუხორციებლობით გამოწვეული იმედგაცრუების შემდეგ აღარ გადაგიღიათ ფილმი და ჩამოშრდით კიდევაც კინოს.. როგორც მაყურებელმაც შეწყვიტეთ კინოს ყურება?

რეალურად, არასოდეს მიმიტოვებია კინო. ავირჩიე ანტი-ინდუსტრიული გზა და, შესაბამისად, ბოლო 23 წელი უფულობის გამო ვერ მოვახერხე ფილმის გადაღება. როცა ვსაუბრობ კინო-ინდუსტრიაზე მხედველობაში ა.შ.შ. მყავს; ისინი აღარ ქმნიან ხელოვნებას, ადამიანის სულს მოკლებულ ინდუსტრიით არიან დაკავებულნი, მათი ერთადერთი მისწრაფება ფულია, ეს კი ყველაფერს აბინძურებს. ჰოლივუდი ფულს ფულშივე აბანდებს… ინდუსტრია აქრობს პოეტს, იგივე ავტორს.. ეს ეხება სარეკლამო ინდუსტრიასაც, ფილმის წინ წაწევა თვითღირებულებას უტოლდება – მას ყველგან ათავსებენ.

საავტორო კინოს უყურებენ, მაგრამ დიდი ინტერესით ელოდებიან „ტრანფორმერებსა“ და L’Hombre de Fierro [„Iron Man]. „ტრანსფორმერების“ შემდეგ კიდევ უფრო მეტი უაზრო ფილმი ჩნდება. ამ სისტემის ფონზე, საავტორო კინოს გადამღები გიჟად აღიქმება, რადგანაც ის შეგნებულად მიდის წაგებაზე… ჩემს თავს ვეკითხები – კი მაგრამ, სად არის ამ ყველაფერში ადამიანის სული? რისთვისღაა საჭირო კინო? მოსადუნებლად? მასე, სიგარეტიც  ახერხებს შენს განტვირთას, მაგრამ გკლავს კიდევაც, კინო-ინდუსტრია კი იდიოტად გაქცევს და ზედაპირულს გხდის. მიდიხარ კინოში, იქ განიტვირთები, კარგ დროსაც გაატარებ, მაგრამ მეტი არაფერი – დარბაზიდან  ისევ იგივე გამოდიხარ.

ეს რეალური ომია. მეცინება როცა მახსენდება, რომ „ავატრი“ 400 მილიონი დოლარი დაჯდა, ხოლო ჩემი „რეალობის ცეკვა“ – 4 მილიონი, თუმცა ეს ფილმი   „ავატარზე“ დიდხანს იცოცხლებს, როგორც „თხუნელა“ და „წმინდა მთა“. ეს ყველაფერი კურდღლების რბოლაში მონაწილე კუს ემსგავსება. ყოვლეთვის, ერთსა და იმავეს ვუმეორებ ჩემს პროდიუსერებს: „დააფინანსეთ ჩემი ფილმები, ფულს კი 30 წლის მერე ამოიღებთ“. [იცინის].

ბავშვობაში ერთ, პატარა ქალაქში ვცხოვრობდი და ამ ქალაქში ერთადერთი კინო-თეატრი არსებობდა. ეს იყო ჩემი ყველაზე საყვარელი, გასართობი ადგილი. მამაჩემს პატარა მაღაზია ქონდა, სადაც დედაჩემთან ერთად საღამოს 9 საათამდე მუშაობდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მე აკვანში მიჯაჭვულს მტოვებდნენ, ხოლო თვითონ კინოში მიდიოდნენ. რეალურად, მამაჩემს რომ შევხვედროდი, სწორედ მაგიტომ დავიწყე ფილმების გადაღება.

14  წლის როცა ვიყავი, ჩემი ერთადერთი დასვენება კინოში წასვლა და ამერიკული ფილმების ნახვა იყო. შემდეგ, მოულოდნელად გამოჩნდა ფელინის „გზა“. ამ ფილმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა; სწორედ მაშინ მივხდი თუ რას ნიშნავდა ნამდვილი კინო. „წმინდა მთა“ როცა ჩამოვიტანე რომში,  მკითხეს, თუ ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა, მაშინ ვახსენე ფელინი და მისი ფილმი „გზა“.  ფელინიმ ფილმის „მთვარის ხმის“ გადაღებებზე დამპატიჟა. გადასაღებ მოედანზე აღელვებული მივედი. ფელინი უზარმაზარი მომეჩვენა, როგორც კი დამინახა, გაშალა ხელები და წამოიძახა [იტალიური აქცენტით, ხმამაღლა] “ხოდოროვსკი!!!” მე კი მას ვუპასუხე „მამა!!” ერთმანეთს ჩავეხუტეთ და დასცხო კოკისპირულმა წვიმამ. ყველანი მიმოვიფანტეთ. მაშინ დავკარგე და აღარასოდეს მინახია ფელინი. ეს ორი სიტყვა – ხოდოროვსკი – მამა – იყო მთელი ჩვენი შეხვედრა.

ხო ხვდებით, არასოდეს შემიწყვეტია კინოზე ფიქრი. ვწერდი სცენარებს და ყოველ დღე, ერთ ფილმს მაინც ვუყურებდი. გავეცანი რა ჰოლივუდის ფილმებს, მივხდი, რომ რეალურად ეს ყველაფერი სხვა არაფერი იყო თუ არა თამბაქოსა და ალკოჰოლის გასაყიდი მანქანა. ყველა ფილმში, პირველსავე პრობლემაზე პერსონაჟი ან ეწევა ან სვამს. ჰოლივუდი ეს სარეკლამო სივრცეა.

მაშინ, როცა ურეკლამო კინო რაღაც შემოქმედებითს იძლევა; ვცდილობ შევიცნო ჩემი თავი; როგორც კი აღმოვაჩენ რაღაც პოზიტიურსა და ლამაზს, მსურს ეს მაყურებლამდეც მივიტანო.  რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს – ჭეშმარიტი სიყვარული ნამდვილად არსებობს, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ამას ფილმებში აჩვენებენ.. არსებობს ადამიანური კოლაბორაცია და სილამაზე. ყველა ადამიანშია დაფარული ღირებულება და თუკი ხელოვნება და კინო ვერ ხმარებდა ჩვენს გამოჯანმრთელებას, მაშინ რაღატომ ვიღებთ ფილმებს?!  მე, რომელსაც ათი წლის სიცოცხლეღა დამრჩა, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, გიჟი ვარ? რა თქმა უნდა გიჟი ვარ! უნდა შეგეძლოს სამყაროს მიღებაც და მიტოვებაც! მე კი ამ ქვეყნიდან ლამაზად მინდა წასვლა!

როცა ვგრძნობ და ვხედავ ფილმს, მხოლოდ მაშინ შემიძლია მასზე მუშობა და ეს ვერ უნდა განვახორციელო მხოლოდ იმიტომ, რომ ხელოვნებაა?!  ამ 23 წლის განმავლობაში მოვახერხე ის, რომ ბანკში გავხსენი ანგარიში და ნელ-ნელა დავიწყე ფულის შეგროვება. ბოლოს ფილმის გადასაღებად 400.000$ შევაგროვე. ჯიუტად გადავწყვიტე – ფულის მთლიანად ჩადება და არანაირ მოგებაზე წასვლა! თუმცა ეს მთლიანი ფილმის ბიუჯეტის მხოლოდ 10% შედგენდა, საბედნიეროდ ვიპოვე პროდიუსერები, რომლებიც დარჩენილი თანხის შოვნაში დამეხმარნენ. ერთ-ერთი იყო მექსიკელი იდეალისტი, რომელმაც 500.000$ მხოლოდ იმიტომ ჩადო, რომ ენახა შემოქმედებითი ნამუშევარი. დოკუმენტურ ფილმ „Dune“-ს წყალობით აღმოვაჩინე, რომ მიშელ სედუ ჩემზე არ იყო ნაწყენი. მას შემდეგ რაც ჩაგვივრდა „Dune“-ს პროექტი და დავაკარგინე 2 მილიონი დოლარი მეგონა, რომ ჩემზე ნაწყენი იყო, სინამდვილეში კი, როგორც თვითონ აღნიშნა, ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი გამოცდილება იყო და პირიქით, ეგონა რომ ეს მე ვიყავი მასზე ნაწყენი. შემდეგ ერთამნეთს შევხვდით და ორივემ ვაღიარეთ, რომ „Dune“-ზე მუშაობა ჩვენი ახალგაზრდობის საკუეთესო პერიოდი იყო. მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ ფილმს ვიღებდი და ჩემს ფულს ვდებდი, თვითონაც ჩადო თავისი წილი.  ისიც ვუთხარი, რომ არ წავაკითხებდი სცენარს, მხოლოდ  გადაღებულ მასალას გავაცნობდი და თუ მოეწონებოდა, შეეძლო პოსტროდუქციის გადახდა; ასეც მოხდა კიდევაც. მოკლედ, მექსიკელმა პროდიუსერმა პირველი ნაწილი დააფინანსა, ხოლო მიშელმა – მეორე.

ბოლო პერიოდში ნანახი ფილმებიდან ყველაზე უფრო სამხრეთ კორეული კინოთი მოვიხიბლე და ვგიჟდები ჩინურ ფილმებზე (მხედველობაში მაქვს ფორმა და არა პოლიტიკური მხარე). ისინი ფილმზე ერთი წლის განმავლობაში, გაუჩერებლივ მუშაობენ, მე კიდე ყველაფერი 7 კვირაში უნდა მომესწრო და ოდნავ მაინც უნდა მივუახლოებულიყავი მათ ხარიხსს. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე კინო ომია. ომი საავტორო და კომერციულ კინოს შემქმნელებს შორის. ორივეს შეუძლია არსებობა, თუმცა საავტორო კინომ პროდუქციისა და გავრცელების ახალ გზებს უნდა მიაგნოს.

იტალიაში ჩემი ფილმის წარსადგენად ვიმყოფები. რატომ ვარ მაინცდამაინც აქ? აქ რა დამრჩენია? მიზეზი ბევრია:

  1. ფილმის დასაწყისიდანვე ჩანს, რომ ბავშობაში, ჩემი გრძელი ცხვირისა და ჩრთდილოეთ ჩილეური სითეთრის გამო „პინოქიოს“ მეძახდნენ. ეხ, ამ სახელისგან გათავისუფლება საკმაოდ ძვირად დამიჯდა. თუმცა, მისი დახმარებით გავეცანი კოლოდის ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს, რომელიც მამის ჭეშმარიტ სიტყვარულზე მოგვითრხობს. დედური სიყვარული ყველასთვის კარგად ცნობილია (იგივე წმინდა მარიამ ღვთისმშლობლიდან რომ დავიწყოთ), აი, მამური კი – ნაკლებად, ჯეპეტო წმინდანია და მეც მინდოდა ჩემს ფილმში წმინდა დურგლის ჩვენება.
  2. გაუთვიცნობიერებლად მიყვარდა და მიყვარს იტალიური პოეზია; მამაჩემი ვერ იტანდა ინტელექტუალებს, ყველა მათგანს პედერასტს ეძახდა და როგორც კი, სადმე, ჩემს დაწერილ ლექსს წააწყდებოდა, მაშინვე ფლეთდა. გამოუდმებით მიმეორებდა: „მამაკაცები არ ტირიან! მამაკაცები ღონიერები არიან! შენ მეხანძრე უნდა გამოხვიდე!“. მე კი სიტყვების გავლით სილამაზეს ვეძებდი.. შემდეგ ფუტურისტების მანიფესტი წავიკითხე, განსაკუთრებით კი მარინეტის ამ ფრაზამ იმოქმედა: „პოეზია სიტყვაზე ბევრად ქმედითი უნდა იყოს!“ პოეტური აქტი! და, შესაბამისად, მეც – ახალგაზრდა პოეტიც  პოეტიკით დავკავდი, ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი წიგნ – „რეალობის ცეკვაშიც“ შეგიძლიათ წაიკითხოთ, ამ ეპოქას ჩემს პოეტ მეგობართან, ენრიკე ლინსთან, ერთად ვქმნიდი: ისე იარო სწორ ხაზზე, რომ არ მიყვე გზას. „რატომ უნდა გაყვე ქუჩას, რომელიც ამდენ მოსახვევს ქმნის? ჩვენ პირდაპირ ვიაროთ!“ შესაბამისად, რომ არ დაგვერღვია პირდაპირი სვლა, ყველა შემხვედ ხეზე ვძვრებოდით და ისე ვაგრძელებდით ჩვენს გზას, შევდიოდით უცხო სახლებში და ვეუბნებოდით: გამარჯობათ, ბატონებო, ჩვენ ორი, ახალგაზრდა პოეტი ვართ.. შეიძლება თქვენი სახლის გავლით გადავაადგილდეთ?“. პინოჩეტი ჯერ არ იყო მოსული და ხალხი იმ დროს ბევრად მიამიტი იყო. შემდეგ ფსიქომაგიური აქტი შევქმენი; თუ პოეტური აქტი სიტყვას უსწრებდა, ფსიქომაგია კი – ფსიქოანალიზმს აღემატებოდა, რადგანაც ეს უკანასკნელი არ გგკურნავდა, უბრალოდ სიტყვებს იშველიებდა. განკურნება მხოლოდ აქტებს შეუძლიათ.
  3. ბოლო მიზეზი რის გამოც ვარ იტალიაში – ჩემი მეგობარი სალვატორეა. მას თავისი გამომცემლობა ქონდა და მხოლოდ პოეზიას ბეჭდავდა. ის პატარა ფესტივალზე გავიცანი, რომლიც ამერიკის ბით-თაობას ეძღვნებოდა. მთხოვა წამეკითხა მისი დაწერილი ლექსი და მეც დავთანხმდი.. მომეწონა მისი პოემა და ჩემს პირველ ლექსების კრებულშიც („ილაპარაკე აკრძალულ თემებზე“) შევიტანე. გაყიდვის მიზნით პოეტიკური თავგადასავალი მოვიწყვეთ. მას ჩემი ცხოვრების ერთი მთლიანი თვე მივუძღვენი და წიგნებით სავსე მანქანით უამრავი ქალაქი შემოვიარეთ. წარმატებული აღმოჩნდა ფილმის „კანზე“ ჩვენება, იმდენად წარმატებული, რომ „პატემ“ („Pathé“) მისი შეძენის უფლება მთხოვა. მივყიდე, თუმცა იტალიაში არა დისტრიბუცია, არამედ – პოეტური თავგადასავალი მინდოდა, სწორედ ამიტომაც ჩავსვი ჩემი მეგობარი, ეს ყველაფერი კი „პატეს“ გავუმხილე, მათ მკითხეს: „კი მაგრამ, ამ თქვენს მეგობარს კინოზე საერთოდ რაიმე წარმოდგენა აქვს?“  მე კი ვუპასუხე [გაღიმებული, გაბრწყინებულითვალებით] „არა! არანაირი!“ მითხრეს რომ გიჟი ვიყავი და მეც დავეთანხმე: „დიახ, გიჟი ვარ, მაგრამ მე მჭირდება პოეტი და რადგანაც პროდიუსერი ვარ, მეც მაქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება“.

ჩვენ ვსაუბრობთ არა „არტ ჰაუსზე“, არამედ ჭეშმარიტ კინოზე და ამ ტურით იმის დამტკიცება გვინდა, რომ ასეთ კინოს თავისი მაყურებელი ყავს. ბარიში, რომში, ფლორენციაში, ტრიესტეში.. ყველგან სავსე იყო კინო-თეატრის დარბაზები. დღევანდელ ჩვენებას 900-მდე ადამიანი დაესწრება, ბარიში – 700 კაცი დაესწრო, ბოლონიაში, 300 ადგილიან დარბაზში ზედიზედ სამჯერ გავუშვით ფილმი, ფლორენციაში კი – სამი კვირა გაგრძელდება ჩვენება. ეს ყველაფერი დავითისა და გოლიათის შერკინებას ემსგავსება, აქ ყველაფერი სხვანაირად მუშაობს. ყველას როდი უნდა კომერციული კინოს ყურება, თუ ასეთი ჟანრით იხიბლები, კი ბატონო, შეგიძლია ტელევიზორში ფილმებთან ერთად უკვე სერიალებსაც უყურო, რომელმაც დროის ფორმატით კინოსაც კი გაუსწრო. სასაცილო ისაა, რომ „Dune“-ს სცენარის პირველი ნაწილი 14 საათი გრძელდებოდა და ამის გამო ყველა გიჟს მეძახდა.. ახლა კი რა ხდება? ხალხი 20 ეპიზოდიან სეზონებს ქმნის, თითო სერია ერთი საათი გრძელდება და მაყურებელი მას ყოველ კვირა, დიდი ინტერესით ელოდება.

სადმე გაგიგიათ, რეჟისორი თავისი კინოს გასაყიდად ამდენს დარბოდეს? წარმოუდგენელი რაღაცაა! [იცინის] ხელოვნება ორ შესაძლებლობას გთავაზობს: ან იყო საუკეთესო ან იყო ყველასგან განსხვავებული. ჩემი ფილმები არავის და არაფერს გავს, 23 წელი ფილმის შექმნის სურვილი მღრნიდა. ყველა მეკითხება თუ რაზეა ჩემი ფილმი, რა არის მისი ცენტრალური სიუჟეტი, რეალურად კი ყველა ფილმი ერთ სიუჟეტზე დგას!  მთავარ გმირს სურს რაღაცის გაკეთება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, შემდეგ თავს რაღაცა გადახდება და გადაწყვიტავს ბედის ცდას,  მაგიური ფილტრის ან საკუთარი თავის ძიებისას უამრავ  მტერს გადააწყდება,  მესამე აქტში ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მტერი მასზე იმარჯვებს, მაგრამ ეს ასე არაა – გმირი ახერხებს ფეხზე წამოდგომას და ბოროტებაზე გამარჯვებას. ბოლო ეპიზოდში, უკვე შინ მიმავალს ფეხზე მიწიდან ამოხეთქილი ხელი ჩაეჭიდება, ეს მისი უკანასკნელი სახიფათო დაბრკოლებაა, რომლის დაძლევის შემდეგაც ის საბოლოოდ ბრუნდება შინ და ყველას უყვარდება.

ჰოლივუდმა, ჯოსეფ კემპბელის წიგნის – “ათას -სახოვანი გმირის” –  პერსონაჟის მოგზაურობა, ყველა თავის ფილმში ჩასვა, მაინცდამიანც ამ ფორმით რატომ უნდა მოვყვე ამბავი?  „La danza de la realidad-ი ათვლას ჩემი ბავშვობიდან იწყებს, შემდეგ თხრობა იცვლება და მამაჩემის ისტორიას მიყვება. მე მარტო ერთ სიუჟეტზე არ ვამახვილებ ყურადღებას, მასში უამრავი სხვა ამბავია გაერთიანებული, ფილმიც ერთ ჟანრში არაა გადაღებული, რადგაც თვითონ ცხოვრებაა შერეული და ყველაფრის მომცველი. აი, ჟურნალი რომ ავიღოთ, აქ პაპზეც წააწყდებით ნიუსს, ნარკომოვაჭრეზეც, ფეხბურთელზეც, თაღლით პოლიტიკოსზეც.. ყველა ერთადაა მოქცეული; მეც ასე ყველაფერს ვაერთიანებ, აი, რატომ უნდა მივყვე ინსტრუქციებს? შემდეგ კადრები! ჰოლივუდი ყველა ფილმში ერთსა და იმავე შუქსა და ჩრდილს იყენებს. ეს არის მსახიობი და მე მას კამერით ვუახლოვდები, კამერა მას ისევე აფიქსირებს, როგორც ადამიანი რაღაცას რეალურ ცხოვრებაში! და თუ ეს ემოციური მომენტია, მაშინ მის მომტირალ სახეზე ნელ-ნელა გავზრდი ზუმს. მორჩეს ეს უაზრო ფოტოგრაფია! არასოდეს მიზრუნია ესთეტიკურ დეტალებზე! არანაირი დახვეწა! შუქშია მთელი მისტიკა, მომაშორეთ ეს ჩრდილები! ჩემს ფილმში ვერ ნახავთ ჩრდილს! ერთ ეპიზოდში ჩემს შვილს, რომელიც მამაჩემს განასახიერებს, დიქტატორის მოსაკლავად იარაღი დასჭირდა და მე ამ დროს რას ვაკეთებ?! ავდივარ სცენაზე, ვაწვდი მას იარაღს და როგორც არაფერი, ისევ გამოვდივარ კადრიდან.. ამის შემხედვარე არავინ არ ოცდება, იმიტომ, რომ ეს კინოა და კინო უნდა დარჩეს კინოდ!
ესეც ასე, მოვრჩი!
ესაა ჩემი პროლოგი [იცინის].

ინტერვიუ – რეფნი / ხოდოროვსკი

მაინტერესებს, როგორ აღმოაჩინა ხოდოროვსკიმ რეფნი და რეფნიმ – ხოდოროვსკი.

ხოდოროვსკი:  ჩემთვის კინო უმაღლესი ხელოვნებაა, რადგანაც კინო ყველაფერს აერთიანებს: მხატვრობას, სკულპტურას, პოეზიას, მუსიკას, ცეკვას.. ყველაფერს. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ ხელოვნების ეს დარგი მთლიანად ინდუსტრიის პროსტიტუციაშია გაბმული, განსაკუთრებით კი ა.შ.შ.-ის, რომელმაც კინო საცოდაობას დაამსგავსა. დღეს უკვე კინოში ხელოვნებისთვის აღარავინ დადის, არც სულიერი თუ ფსიქოლოგიური ზრდისთვის, შედიან მხოლოდ იმიტომ, რომ დატკბნენ მისი ტექნიკური მხარით და გამოსვლით კი, ისევ ისეთი სულელები გამოდიან.  მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდები ვიღაცას, ვინც იმედს მომცემდა და კინოსკენ შემომაბრუნებდა, შემდეგ, შემთხვევით, ერთ ვიდეოკასეტაზე წავავწყდი ნიკოლას, ბრონსონის და მოგვინებით კი ფილმს – „ვალგაგა: საგა ვიკინგებზე“.. სურათის ყურებისას ნამდვილი კინო ხელოვანი აღმოვაჩინე.. ანუ ისეთი ადამიანი ვისაც ხელოვანად ვთვლი: თამამი და ორიგინალური. დღევანდელ კინოში ძალიან ცოტა შემოქმედი და ძალიან ბევრი იმიტატორია, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით.

ვინდინგ რეფნ: მე მაშინ დავიბადე, როცა ხოდოროვსკი თავის რეჟისორულ კარიერას იწყებდა და შემიძლია ვთქვა, რომ მისი ფილმების მითოსში აღვიზარდე. როცა გავიზარდე, მიხვდი თუ რაოდენ მნიშნელოვანი და უნიკალური იყო ის, რასაც კინო სამყაროსთვის ქმნიდა და იმისაც მივხდი, რომ ის მნიშნელოვანი იყო არა მხოლოდ ფსიქო-სპირიტუალური კუთხით, არამედ – კომერციული კუთხითაც. როცა რაღაცას ქმნი, მასზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღო: ხელოვნება აღწევს ადამიანების გონებასა და რიფლექსებში, შთაბეჭდილება შეიძლება მთელი ცხოვრება გაგყვეს. ჩემთვის ასეთია ხოდოროვსკის ფილმები – ისინი მთელი ცხოვრება მომყვებიან. კინო თავის თავში ხელოვნების სხვა დარგებს აერთიანებს, მნიშნელობა არ აქვს თითოეული მათგანი რამდენად კარგად გესმის – კინოში მათი გამოყენება თავისუფლად შეგიძლია.

ხოდოროვსკის „რეალობის ცეკვაში“ და რეფნის „მხოლოდ ღმერთი გაპატიებს“, ორივეში აღწერილია დედის და შვილის ურთიერთობა. პირველ ფილმში შვილი „დედის მამაა“, ხოლო მეორეში  – შვილურ ავადმყოფობას აქვს ადგილი. ამაზე ერთ-ორ სიტყვას ხომ ვერ მეტყოდით? 

ვინდინგ რეფნ: ჩემს ფილმში არის რაღაც ეროტიკული და ეს კარგად ჩანს შვილში, რომელიც დედას უთვალთვალებს. პერსონაჟი ერთის მხრივ აღგზნებულია და მეორეს მხრივ – ზიზღს განიცდის. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებში ცხოვრობს, სწორედ ამიტომაცაა ის ასეთი პასიური და უმოქმედო. საინტერესოდ მეჩვენებოდა გადამეღო ფილმი მამაკაცზე, რომელიც დედის კალთებზეა მიჯაჭვული.

ხოდოროვსკი: მე პირადად ბავშვის თვალით მივუდექი ფილმს. სურათი არანაირ სექსუალურ ქვეტექსტს არ შეიცავს. „რეალობის ცეკვა“ მამისა და დედის კონფლიქტზეა, სადაც დედა დამცირებული ქალია. მამამ საკმაოდ მკაცრად აღზარდა შვილი. ასე, უხეში ჩარევით მასში მამაკაცური ფასეულობები მკვიდრდება, გადის დრო და ნელ-ნელა ის  დედის მნიშნელობასაც ათვიცნობიერებს.  სწორედ დედა სძენ მას სულიერ ღირებულებებს. დედასთან სპირიტუალურ კავშირს ამყარებს, ხოლო მამისთვის მასწავლებელი ხდება. ნიკოლას ფილმი ბერძნული ტრაგედიის გამოძახილია. ის ჩვენს ქვეცნობიერში აღწევს.. თუმცა, ფილმში არა მარტო დედისა და  შვილის ურთიერთობაა ნაჩვენები, არამედ – ძმებისაც; ძმა, რომელიც დედის ფავორიტი შვილია. ასევე ჩანს გარდაცვლილ მამასთან ურთიერთობაც.  ფილმში ძალიან ბევრი დეტალია. ჩემი აზრით, ეს რეფნის საუკეთესო ფილმია. ტექნიკური შესრულებითაც ერთ-ერთი ყველაზე თამამი, თითქმის მთლიანად ფილმი ღამითაა გადაღებული. სულ ღამეა, ღამე კი ქვეცნობიერია. გამუდმებით ქვეცნობიერში ვიმყოფებით. ეს ყველაფრის სიჩქარეს ცვლის, პერსონაჟები ნელა, სიზმრისებრ მოძრაობენ. ფილმში იმდენად გასაოცარი რაღაცები ხდება, რომ მასზე მთელი საღამო შემიძლია ვისაუბრო. ორივეს – დარწმუნებული ვარ, ნიკოლასიც ასე თვლის – გვიყვარს ძალადობა, მას ხელოვნების ფორმად აღვიქვამთ. „მხოლოდ ღმერთი გაპატიებში“ რაღაც საოცარი ძალადობრივი სცენებია, იმდენად ექსტრემალურად დახვეწილი, რომ თვით ძალადობასაც კი ცდება. ეს არ არის ამერიკულ სტილში გადაღებული ვულგარული ძალადობა – ფილმში დახვეწილი წამებებია. ნაჩვენებია ღმერთისა და ადამიანის ბრძოლა. როცა ვამბობ ღმერთს, ვგულისხმობ პოლიციის უფროსს. ნიკოლასი მას ღმერთად არ აღიარებს, მე კი ვამბობ – ის ღმერთია. პერსონაჟისგან გმირობას ველით, მაგრამ ის მარცხდება.. თუმცა, ეს დამარცხებაც რაღაც გასაოცარ ფორმაში ხდება. თითოეული ჩვენთაგანიც ვმარცხდებით, იმიტომ, რომ ყოველთვის მოიძებნება ჩვენზე ძლიერი. მოკვდავნი ვართ და ამას ვერ გავექცევით. და, ნებისმიერი სახის ურთიერთობას დასასრული აქვს.. ლამაზია ფილმში დახვეწილად დამრაცხებულის ხილვა. ახლა ნიკოლასი იტყვის, რომ ყველაფერი რაც ვთქვი არასწორია, მაგრამ ეს ჩემეული ინტერპრეტაციაა. კიდევ ბევრი რაღაცის თქმა შემიძლია. „დრაივში“ ყველაფერს მაშინვე ხვდები, ნიკოლასი ამ დონეზე არ დარჩა და ბევრად წინ წავიდა.  ეს არის რე-კრეატიული ფილმი, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა ხელახლა უნდა შევქმნათ. აი, ამას ვეძახი შემოქმედებით ნამუშევარს. როცა უყურებ „ჯოკონდას“ და გებადება კითხვა „რატომ ეღიმება“, უნდა გაყვე ამ კითხვებს და მიხვიდე პასუხამდე. ხელოვნება ნამუშევარს სიცოცხლეს სძენს, მათ რე-კრეატივისა და ახლებური გააზრების უნარი უნდა ქონდეთ. ამ თვალსაზრისით „მხოლოდ ღმერთი გაპატიებს“ უნაკლო ფილმია, იმიტომ რომ თუ ჩვენში რაღაცას ხელახლა შევქმნით და გავაანალიზებთ ე.ი. მის გაგებასაც შევძლებთ.    პირველი კადრი ეს არის სცენა მეძავთან, შენ ხვდები რომ მთავარი პერსონაჟი იმპოტენტია და ის ამ დროს დედამისზე ფიქრობს, შემდეგ მეორე კადრი ჩნდება – მთავარი გმირი დედის გვამთან დგას და ნელ-ნელა დედის მუცელში იწყებს ხელის შეყოფას, თითქოს ამ გზით ეცნობა მის შემქმნელ ქალს და თითქოს ასე ცდილობს დაბადების საიდუმლოების ამოხსნას. ბოლოს უკვე ღმერთი მას ორივე ხელს მოკვეთს (ოიდიპოსში კი მთავარი გმირი თვალებს ითხრის). ვიმეორებ, ეს ჩემი ინტერპრეტაციაა. ახლა,  მოვუსმინოთ რას იტყვის ნიკოლასი.

ვინდინგ რეფნ: [იცინის] მე ძალიან მიყვარს დედაჩემი, ძალიან.

ხოდოროვსკი:  და მამა ხომ ნამდვილად მოკლა?

ვინდინგ რეფნ:  რა თქმა უნდა!

ხოდოროვსკი: მეორეს მხრივ, გვყავს ძმა: საშინელი ადამიანი, პედოფილი, ნამდვილი მონსტრი, რომელზეც დედა გიჟდება!

ღმერთი კარაოკეში რაღატომღა მღერის? 

ხოდოროვსკი: იმიტომ, რომ ყველა ამას ვაკეთებთ. ვიმეორებთ იმას, რასაც გვეუბნებიან ფინასისტები, ობამა და ა.შ.. ჩვენ ყველანი კარაოკეში ვართ. 

შეიძლება ჩავთვალო, რომ „მხოლოდ ღმერთი გაპატიებს“ რაღაცით ვესტერნს წააგავს?

ხოდოროვსკი: ჩემი აზრი, უფრო პოლიციური ფილმია. აქ კრიმინალსაც შეხვდებით, ნარკოტიკებსაც, პროსტიტუციასაც. ეს არ არის ვესტერნი. ფილმის მოქმედება დღევანდელ დროში ვითარდება.

ვინდინგ რეფნ:  ვფიქრობ, პერსონაჟებს ვესტერნისთვის დამახასიათებელი შტრიხები წაკრავთ. ფილმში პოლიციელი, რომელსაც ხოდოროვსკი ღმერთს ეძახის, ქალაქის მაკონტროლირებელი შერიფია. ვესტერნის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ მიყვარს იტალიური ვესტერნი, მომწონს როგორადაც აჩვენებენ ძალადობრივ სცენებს. თუმცა, დღევანდელობას და მის აქტუალობას ვანიჭებ უპირატესობას.

როგორ შეხვდით ერთმანეთს და რეფნზე რა გავლენა იქონია ხოდოროვსკიმ?

ვინდინგ რეფნ: ხოდოროვსკისგან ბევრი რამ ვისესხე, თუმცა მისი სრულყოფილი გადმოღება შეუძლებელია. მას სრულად ვერ გაქურდავ და ვერც მიბაძავ. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. გაცნობის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. პირველად პარიზში შევხვდით. მაშინ ლოს-ანჯელესში ვიმყოფებოდი და „დრაივზე“ ვმუშაობდი; ყური მოვკარი – თუ მოვხვდებოდი პარიზში, ის მზად იყო ჩემთან შესახვედრად. მაშინვე ავიღე ბილეთი და პარიზისკენ გამოვემგზავრე. მის მეუღლესთან, პასკალთან ერთად ვივახშმეთ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს ტაროს კარტიც გამიშალა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ „დრაივი“ სწორი არჩევანი იყო, მაშინ ხოდოროვსკიმ მითხრა, რომ ამ ფილმით მსოფლიოს შემოვივლიდი და მართალიც აღმოჩნდა.. როცა ყველა ფილმის ჩავარდნას მიწინასწარმეტყველებდა, ხოდოროვსკი მეუბნებოდა, რომ ეს ფილმი ჩემთვის წარმატების მომტანი იქნებოდა. მომიტანდა. „მხოლოდ ღმერთი გაპატიებზეც“ არ ვიყავი დარწმუნებული, მაშინაც ხოდოროვსკის შევხდი, მან ტაროს კარტი გამიშლა და მითხრა: „აუცილებლად უნდა გადაიღო, სხვა შანსი არ გაქვს“.  ფილმზე მუშაობას როცა ვასრულებდი, ვკითხე თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა ფილმი, მან დახედა კარტებს და მითხრა: „თუ იწამებ – მაშინ წარმატებული იქნება“. მაშინ შევწყვიტე ფიქრი. ხოდოროვსკი ჩემთვის უდიდესი შთაგონების წყაროა. ჩემთვის მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობა, ის ყოველთვის მეხმარებოდა და მეხმარება.

ხოდოროვსკი: ერთი რაღაცა დაგავიწყდა, „დრაივი“ როცა გადაიღე, მითხარი – „არ ვიცი რა ვქნა, ჰოლივუდის მეშინია“. მაშინ მე გიპასუხე: პროდიუსერები ბიზნესმენები არიან, ისინი მოვლენ შენთან და გეტყვიან – ეს შეცვალე, ესეც შეცვალე.. შენ მათ გაუღიმებ და ეტყვი „კი“! მაგრამ, მაინც შენებურად გააკეთე, იმიტომ რომ დაავიწყდებათ ის რაც გითხრეს.

ვინდინგ რეფნ: და ამან გაამართლა კიდევაც.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s