რობერტო ბენინი და “ღვთაებრივი კომედია”

11292010_10203087678513357_996224831_n

 “ბოლოსკენ მაყურებელს გული უჩუყდება, არა იმიტომ, რომ დანტე მოქმედებს მათზე, არამედ იმიტომ, რომ ისინი გულის სიღრმეში რაღაცას, აქამდე უცნობს აწყდებიან . ხორცთან ერთად სულიც საჭიროებს საზრდოს. საკვებად ხომ მხოლოდ საუკეთესოს ვირჩევთ? მაშინ, როცა ჩვენი სულსთვის მხოლოდ ნარჩენი, ნაგავიღა რჩება“.

ერთ  კაციანი შოუ. ასე დაიბადა იდეა – ჩაეტანა დანტე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.. შეეთავაზებინა „ახალი, სურნელოვანი ხილი“.

მაყურებელი ყველგან თბილად ხვდება. „თითქოს ხალხისგან გრძნობ, როგორ გეუბნებიან – აი, როგორც იქნა ეს მონაკვეთი ვიღაცამ დააფასა“.

“დანტეს ეპოქაში ფლორენცია ეს ლონდონი იყო. ის იყო სამყაროს ცენტრი, სადაც ერთდროულად ვაწყდებოდით სიხარბეს, ფუფუნებასა და ქედმაღლობას. სიტყვა „ფინანსები“ იმ პერიოდში მცხოვრები ფლორენციელების გამოგონილია. წარმოგიდგენიათ Financial Times დასაბამს იტალიიდან იღებს?! სიტყვა „ბანკიც“ ტოსკანური წარმოშობისაა. როცა ფინასისტები ინგლისის მეფისგან ფულს სესხულობდნენ, ხშირად ისინი ვალს საკუთარი სიცოცხლით ისტუმრებდნენ.. მას შემდეგ არაფრი შეცვლილა – ყველაფერი ისევ ისე დარჩა“.

შესაბამისად, ისეთი დიდი ქალაქისთვის, როგორიც ლონდონია „ღვთაებრივი კომედია“ დღესაც აქტუალურია. 

“რა თქმა უნდა! დანტე სწორედ ამაზე საუბრობდა!“ ხსნის – „ „ღვთაებრივ კომედიაში“ სამ მტაცებელ ცხოველზეა საუბარი – ფოცხვერზე, ლომზე, მგელზე – რომლებიც, თავის მხრივ, თანამედროვეობაში, აწ უკვე ბანალურად ქცეულ სიმხეცეს უტოლდება – სექს, წარმატებასა და ფულს. ეს ის უნივერსალური სიმბოლოებია, რომლებიც არა მარტო ინდივიდს, არამედ – კოლექტივსაც დაღს ასმევს.  დღევანდელი კრიზისი უგუნურობისა და სიბოროტის შედეგია.

რას ფიქრობთ დღევანდელობაზე და ახალგაზრდების სიტუაციაზე?

კარგად ვიცი და მესმის მათი სიტუაცია. მე იტალიიდან არ გავრბივარ, მარტივი მიზეზის გამო – საკმარისად ნიჭიერი არ ვარ.. წარმოიდგინე, რენესანსის ეპოქაში ასე რომ გაქცეულიყვნენ ნიჭიერი ხალხი; საზღვარგარეთ წავიდოდა: მიქელანჯელო, გალილეო, დანტე. ამის წარმოდგენაც კი მზარავს. ამის შემდეგ რა მოხდებოდა? თანამედროვეობა ეს რენესანსის გამოძახილია. ნებისმიერი იმპერია, დასავლური მაინც, სხვა არაფერია თუ არა ჩვენი იმიტაცია. ვისაც რაც უნდა ის თქვას –  ფაქტი ფაქტად რჩება! ჩვენთან არაფერი მომკვდარა! ყველაფერი ცოცხალია. მე ვცხოვრობ იტალიაში და ამას ვგრძნობ. ეს არაა გარდაცვლილთა ადგილი.

“ყველაფერი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიას“ გავს. არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი. გასართობი და ამაღელვებელი ადგილი. გართობის გარეშე აღელვება, გულის აჩუყება წარმოუდგენელია“.

– Dante –

რონდონი: რობერტო, შენ თვითონ თუ დაგიწერია ლექსი?

ბენინი: მილიონობით! მაგრამ არათუ მათი დაბეჭდვა, თქმაც კი ვერ გავბედე.

რონდონი: ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მარიო ლუცი, როცა შენს მიერ წაკითხულ დანტეზე მეუბნებოდა: „ჩანს როგორც უყვარს ის, რასაც კითხულობ“. ახლა ამ აზრზს მილიონობით იტალიელი იზიარებს. გარდა ამისა, შენ პოეზიისადმი თანდაყოლილი ნიჭი გაქვს. „კანონგარეშეში“ ერთი სცენაა, სადაც რობერტ ფროსტის ციტირებას ახდენ. ერთი შეხედვით, თითქოს უცნაურია ლექსის წაკითხვა, თუმცა…

ბენინი: ნაბოკოვი იძახდა. პატარაობისას ავტორთან ხდება გაიგივება, ეს სუფთა ბავშვური მომენტია. მოზარდობისას ვიწყებთ დაფარული მესიჯების ძიებას, მნიშვნელოვანია ამ მიმართლების შენარჩუნება. შემდეგ სტუდენტობის პერიოდი მოდის, როცა ვიზრდებით და აკადემიურად ვიხვეწებით. ბოლოს კი – მომწიფების ასაკია, როცა ხელახლა გადიხარ ავტორისეულ გზას. პოეტებისთვის, ფილოსოფოსებისგან განსხვავებით, სიღრმეა დამახასიათებელი; ის რაც შენში აღწევს, აღარ გტოვებს. ის არ არის დროებითი საფიქრალი. პოეზია ეს ყოველდღიურობაა.   თან როგრო ხდება ზუსტი სიტყვების მოძიება.. ეხ..

რონდონი: შენ საკუთარი თვალით იხილე თუ როგორ აღმოაჩინა და ხელახლა დააფასა იტალიამ დანტე. ზოგი თვლის, რომ ეს უბრალოდ სანახაობა და მოდაა.  მე კი ვფიქრობ, რომ კულტურის თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე პერიოდი გვიდგას. 100-დან მხოლოდ 5 სტუდენტიღა თუ ირჩევს სადიპლო თემად დანტესა და ფრანჩესკოს, იმ ავტორებს, რომლებზეც დგას იტალიური კულტურა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ტრადიციებისა და მომავლის კრიზისზე მიანიშნებს.  ხშირად, ინსტიტუტებსა და ინტელექტუალებს ეს ფაქტი შეუმჩნეველი რჩებათ, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდობიან. თუმცა, შემდეგ ჩნდები შენ და ეს წარმატება. ამ ყველაფერმა რა დასკვნამდე მიგიყვანა?

ბენინი: ამ მოგზაურობას სერიოზულად მივუდექი. ყოველი საღამოს შემდეგ, დარბაზს დანტეზე შეყვარებული  6/7000 ადამიანი ტოვებს. ამბობენ, რომ „ღვთაებრივი კომედია“ მშვენიერია, რომ პოეზია შეიძლება საინტერესო იყოს. მე ვიხილე მისეული იტალია, რადგანაც დანტე ყველგან იყო. ყოველთვის ვითვალისწინებ ადგილს, დიალექტს, ქალაქის ისტორიას, და შემდეგ იმას, თუ რა შესძინა კონკრეტულ სივრცეს დანტემ.   პალერმოში მთელი სტადიონი გადავსებული იყო, თითქოს პალერმო – რომას მატჩი ყოფილიყო.

როდონი: შენ ამ წარმატებას როგორ ხსნი?

ბენინი: შემეძლო დამესათაურებინა, როგორც „დანტე, ბერლუსკონი და პროდი: ჯოჯოხეთი“  ეს კიდევ უფრო მეტ მაყურებელს მოიზიდავდა. მაშინ როცა „მხოლოდ და მხოლოდ დანტე“ უკვე ნახევარ აუდიტორიას გაკარგვინებს. თუმცა, სპექტაკლის მეორე ნაწილში აუდიტორია აბსოლუტურად მონუსხული რჩება. ეს ნაწილი თავიდან-ბოლომდე დანტეა. პირველი ნაწილის ნოსტალგიასაც აღარ განიცდი. ჩემთვის სიურპრიზი მაყურებლის რეაქციები იყო. ზოგჯერ აბლოდისმენტები სიჩუმეში გაისმოდა, რომელიც ემოციის გამოძახილი იყო და არა თვითონ კონცეფციის. სამხრეთის ერთ-ერთ ქალაქში აბლოდისმენტები 15-ჯერ, უმნიშნელო სცენების დროს გაისმა, არაფრის მთქმელი სცენა, რომელიც რეალურად ყველაფრის მთქმელია…

როდონი: სიჩუმე, რომელიც რეალურ დროში გვესაუბრება

ბენინი: ზუსტად! მე იმ ბავშვს ვგავარ, რომელიც რაღაცას აღმოაჩენს და მთელს სამყაროს მოსდებს. ასე მოქმედებს დანტე: ვიღაცა ოკეანის სიღრმეში, ფსკერამდე აღწევს და შემდეგ ერთ ამოსუნთქვაში ნაპირზე ჩნდება, მერე ისევ ჩადის და გაუჩერებლივ გვიმეორებს „თქვენზე გული მერევა“ , შემდეგ ამოდის და გვეუბნება, რომ ღმერთები ვართ. ეს ყველაფერი ამაღელვებელია.  ჩვენ ვხედავთ როგორ ერთობა ის გარდაცვლილ ადამიანებთან, იმ ადამიანებთან, რომელბიც ცოცხლებზე უფრო ცოცხლები არიან. როგორც საბა აღნიშნავდა, დანტე იქ აღწევს, სადაც აქამდე არავის შეუღწევია.  ზოგჯერ ისეთივე სამარისებრი სიჩუმე ჩამოწვება, როგორც კლასიკური მუსიკის დროს, მაგალითად, მაშინ როცა კითხულობ: „ისე ეცემი, როგორც გარდაცვლილის სხეული“.  ხვდები,  რომ დანტე ხედავს ერთმანეთთან ჩახუტებულ,  მომტირალ პაოლოსა და ფრანჩესკას, და შემდეგ გულის წასვლას. ღმერთიც, თავის მხრივ, აღშობს ხმაურსა და ქარს, პოეტს აღქმაში უწყობს ხელს – ისიც აღელვებულია. ღმერთიც კი საკუთარ თავს ეკითხება, სამართლიანია თუ არა ეს ყველაფერი.

რონდონი: ჩვენი ეპოქისთვის, მეოცე საუკუნისგან განსხვავებით, აქტუალურია ორი სიტყვა:  ღმერთი და თავისუფლება. ამ ორი სიტყვის ურთოერთობა საკმაოდ მწვავე პრობლემებს შობს, ერთ მხარეს მრევლი დგას, ხოლო მეორე მხარეს – ურწმუნოები. დანტეს სათქმელი ქონდა; თავის ცხოვრებას სრული სერიოზულობით მოეკიდა. მისთვის ღმერთი აქტიური პერსონაჟია, თავისუფლება კი ისაა, რაც ადამიანს ქმნის და აყალიბებს, მის გარეშე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. „ღვთაებრივი კომედია“ ეს ქრისტიანული პოემაა, მასში ჩვენი და ღმერთის თავისუფლებაზეა საუბარი. ამის ნათელი მაგალითი „ქალწულის ჰიმნია“, საიდანაც ვგებულობთ, რომ ღმერთს, იმისთვის, რომ გადაერჩინა ადამიანი თავისუფლებაში, უყვარდება მარიამი..

ბენინი: ის ერთადერთია, რომელმაც იცის თუ რა იგულისხმება სიტყვებში: მუდამ დაგელოდები! გასაოცარი ეპიზოდია!  ამ ჰიმნში, ყველაზე უფრო მისი სიმარტივე მხიბლავს, აქ არამარტო თეოლოგიას, არამედ – ცრურწმენასაც წააწყდები. როგორც სტრავინკიმ გამოიყენა ფოლკლორი, ისე დანტე სანტ აგოსტინოდან – სან ტომაზომდე და სან ბერნარდოდან- ცრურწმენამდე გადაინაცვლა.  „ღვთაებრივ კომედიაში“ თავისუფლებას „რასაც მინდა იმას გავაკეთებ“ მნიშნელობა არ აქვს, აქ საუბარია ჩვენს შინაგან, თანდაყოლილ თავისუფლებაზე, რომელმაც ეკლესიაც კი ააღელვა და რომლის წინაშეც თვით ღმერთიც კი უძლურია. თითქოს, ადამიანის თავისუფლება ღმერთზე ძლიერიცაა. სამჯავროზეც კი ღმერთი ვერაფერს უხერხებს ჩვენს თავისუფლებას.
დანტე ერთდროულად ბავშვიცაა და ზრდასრული ადამიანიც. კაცობირობის ისტორიაში,  ყველაზე სასტიკ სიტუაციაშიც კი გაგრძნობინებს, რომ ადამიანს სიკეთის კეთების უნარი შესწევს, ამ თავისუფლებას ვერავინ ვერ მოდრეკს.  ადამიანის სიმტკიცე, სიდიადე და განუმეორებლობა შიგნიდან მოდის. ამიტომაც, ვცდილობ მარტივი სიტყვებით ავხსნა, რომ რელიგიაზე დაფუძნებული ეთიკა არც უფრო ღმაა და არც განსხვადებული იმ ეთიკისგან, რომელიც რელიგიის გარეშე იშვა.

რონდონი: ვფიქრობ, რომ ეთიკა შინაგანი სამყაროს გამოძახილია, იმისა თუ როგორ აღვიქვამთ ცხოვრებას, სილამაზეს, ესთეტიკას, მისტიკას.. პოეტები ხომ იმისთვის არსებობენ, რომ ხელახლა შეგვაგრძნობინონ  ცხოვრების უდრეკობა…

ბენინი: ეპიფანიაა. როგორც შეყვარებისას. როგორ შეიძლება აიტანო პირველი დღეები? კიდევ კარგი, ღმერთმა ქცევები გვიბოძა, წინააღმდეგ შემთხვევაში საგიჟეთში მოვხვდებოდით.  დანტე გვაგრძნობინებს, რომ თითოეული ჩვენთაგანი, როგორი უმნიშვნელოებიც არ უნდა ვიყოთ, ამ შეუცვლელი, უნიკალური დრამის პერსონაჟები ვართ.  თითოეული ჩვენთაგანი ფრესკას უფრო კომპლექსურსა და სავსეს ხდის.  გვაგრძნობინებს, რომ არავინაა ისეთი უცნაური, რომ მისი გაგება ვერ შეძლონ.

რონდონი: ოდესმე თუ წარმოგედგინა მსგავსი პროექტის შექმნა?

ბენინი: ვერც კი წარმოვიდგენდი! თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ამ ყველაფრის განხორციელება. ზოგჯერ, შეცდომებსაც ვუშვებ, უპატიებელ შეცდომებს, თუმცა ისინი ჩემს გაგიჟებულ სიყვარულს გრძნობენ, ამ სიყვარულის რაღაც მარცვალი მათშიც აღწევს და რჩება. როცა ადამიანს რაღაცა უყვარს, ეს უკვე წარმოდგენაა. მე კიდე ჩემი სპექტაკლი უკვე არჩეული მქონდა, რამეთუ გიჟივით მიყვარს დანტე . დანტეზე ოჯახშიც საუბრობდნენ. დავიბადე გლეხის ოჯახში, ძალიან კარგად მახსოვს ბაბუაჩემის ფრაზა, მაშინ პატარა ვიყავი და, როცა 13-14 წლის ხარ, ცხოვრებას შეშინებული თვალებით უცქერ. ერთად ვასუფთავებდით კართოფილს, შემაჩნია რომ ვერცერთის გათლა ვერ მოვახერხე, მაშინ მითხრა: „ბიჭუნავ, ეცადე ისეთი ქალი იპოვო, რომელიც გეყვარება და აღარაფრის შეგეშინდება“. მე კიდე, ვუყურებდი როგორ თლიდა კართოფილს და ჩემთვის ვფიქრობდი: ის ვინც ასე თლის კათოფილს, მას ბევრი რამეც უნდა ესმოდეს, დავუჯერებ! ის მესაუბრებოდა დანტეზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ საუბრობდა, იყო ენამახვილი და მხიარული.დედაჩემი წერა-კითხვის უცოდინარი გახლდათ, რაფაელოს  «Madonna del cardellino»-ს მსგავსად ხელში მუდამ სახარება ეჭირა. ჩაღუღუნდებოდა და გადაშლიდა წიგნს, რომლის წითხვაც არ შეეძლო. ვეუბდნებოდი: „კი, მაგრამ დედა, შენ ხომ კითხვა არ იცი..“ ის შემომხედავდა და უპასუხოდ გამიღიმებდა, თითქოს მეუბნებოდა: „შენზე უკეთ შემიძლია კითხვა“.

რონდონი: ალბათ, მოგზაურობისას ყველანაირ ხალხს შეხვედრილხარ..

ბენინი: ვენეტოში ბაჯოც კი მესწრებოდა. ძალიან მიყვარს ბაჯო. მითხრა: „იცი, რომ ბუდიზმში უკეთესად გამათვიცნობიერე“.  მე კიდე ვუთხარი: „მანდ რა გინდა? გყავს ქრისტე.. როგორც ბაბუაჩემს, ბებიაჩემს, შენს ბაბუა-ბებიებს… ჩვენ გვყვავს ქრისტე..“.

რონდონი: ამაზე გამახსენდა, ტოტო კითხეს:
„უკაცრავად, თქვენ კათოლიკე ბრძანდებით?“.
„აბა, ვინ უნდა ვიყო?!“ (ნაპოლეტანურიად).

ბენინი: მეც, ზუსტად მასე ვპასუხობ, ოღონდ იტალიურად.  განდის ჩანაწერებში ვკითხულობ, როცა ინდუიზმი მოდაში იყო და 1968 წელს ყველა ინდოეთში ჩადიოდა, ის მათ ეუბნებოდა: „თქვენ ქრისტე გყავთ და  ჩემთან მოდიხართ?!“. ეს სახუამრო თემა არაა.

რონდონი: მისმინე და, დანტეს შემდეგ კიდე დაუბრუნდები კინოს?

ბენინი: მეკაიფები? რა თქმა უნდა!

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s