“ცხოვრება მშვენიერია” რობერტო ბენინი

benignifull-life-is-beautiful-screenshot

ბენინი ოსკარის შემდეგ („ცხოვრება მშვენიერია“)

“ნიკოლეტა იზიარებს ჩემს ექსპანსიურობას. ნიკოლეტა ჩემთვის ყველაფერია. გარდა იმისა, რომ ჩემი მუზაა, ძალიან ნიჭიერი მსახიობიცაა. მის გარეშე ვერ შეიქმნებოდა „ცხოვრება მშვენიერია“. ახლა, ამ წუთას, ძალიან მინდა ვიყო ვერგაიოში, ჩემს მშობლებთან. ვიცი, მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად ჩემს გულშემატკივრობაში გაათენეს. მათ გამოც ბედნიერი ვარ. “.

რობერტო ბენინი ნიკოლეტასა და „ცხოვრება მშვენიერიაზე

დ: ნიკოლეტას ეს ფილმი შენსნაირად უყვარს?

რ.ბ.: ამ ფილმზე აბსოლუტურად შეყვარებულია. მისი პერსონაჟი გასაოცარია. თან, შპიგელმანის „მაუსის“ მსგავსად, ეს, პირველ რიგში,  სიყვარულის ისტორიაა. ჩემი პერსონაჟი მასზე თავდავიწყებითაა შეყავრებული, სულ მასზე ფიქრობს და გაგიჟებით უყვარს.

რობერტო ბენინი ჯიორჯო კანტარინის შერჩევაზე („ცხოვრება მშვენიერია“ შვილი გუიდო) 

დ: არ გაგიჭირდა 5 წლის ბავშვთან მუშაობა და მისთვის მიმართულების მიცემა?

რ.ბ. შევარჩიე ბიჭუნა, რომლის სახელი და გვარი ჯორჯიო კანტარინია. ის მე და ნიკოლეტას ძალიან გვგავდა. თან მისი სახიდან უმანკოება, სილამაზე, სიცოცხლე, ეშმაკობა მოდიოდა. არასოდეს უთამაშია. ერთადერთ მასში ძლიერი ემოციების გამოხატვა გამიჭირდა: პირველად მოუწია ყვირილში ყოფნა, ტანჯვა-წამებისა და იარაღის ნახვა. მან არც კი იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა „ებრაელი“, მხოლოდ კეთილისა და ბოროტის გარჩევა შეეძლო. შესაბამისად, ებრაელებს კეთილებად აღიქვამდა, ხოლო სხვა დანარჩენებს – ბოროტებად. ის ყველაფერს ძალიან კარგად მიხვდა და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო!

რობერტო ბენინი ჯიორჯო კანტარინიზე („ცხოვრება მშვენიერია“ შვილი გუიდო) 

„ერთხელაც იღება კარი და შემოდის უგრძელეს პალტოში ჩაცმული, დიდ თვალება ბავშვი, რომელიც მეუბნება: „გამარჯობა, დღეს დამესიზმრა, რომ ერთად ვიღებდით ფილმს“, შევხედე ამ სახეს და ვუპასუხე: მეც დამესიზმრა, თითქოს ერთად ვიღებდით ფილმს, მოდი გავაგრძელოთ სიზმარი“ აი, ასე გაჩნდა ბავშვის პერსონაჟი“.

„ცხოვრება მშვენიერია“ ეს უკვე გამზადებული ფრაზაა. თითქოს უბრუნდები გასაოცარი სიმარტივის საწყისებს. ის ფილმს ნათელს ფენს, მანამ, სანამ ვარსებობთ – ყოველთვის მშვენიერია ცხოვრება.

„როცა წავიკითხე ჰოლოკოსტზე, ზოგადად, როცა ასეთ რაღაცას კითხულობ სხვა ადამიანი ხდები, აბსოლუტურად იცვლები. ჰოლოკოსტი ყველას გვეხება, ეს მხოლოდ ებრაელების ისტორია არაა, თუნდაც ასე ყოფილიყო, ებრაელებიც ხომ ადამიანები არიან, ეს კაცობრიობის ისტორიაა, შესაბამისად, ჩემს ამბად აღვიქვი, ეს ყველა ჩვენთაგანს ეხება. როცა ვკითხულობდი, სულ არ მქონდა იმის შეგრძნება, ეჭვიც კი არ შემიტანია, რომ ეს მე არ მეხებოდა. რახან მსახიობი ვარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ ტოსკანელ ბიჭუნაზე უნდა ვფიქრობდე. ყველაფერი რაც სამყაროში ხდება, პალმის აღმოცენება, მასობრივი გაჟლეტა ან რაიმე გასაოცარი, ეს მთელს კაცობრიობას ეხება. შესაბამიდან, ყველაფერი  მშვენიერი რაც ცხოვრებაში ვისწავლე ამ ფილმში მინდოდა ჩამედო“.

  • ფილმმა მწვავე პოლემიკები შობა, როგორ ფიქრობ რატომ?
  • ბუნებრივია, რომ შემოქმედება პოლემიკას შობს. ეგ კი არა, მზის ჩასვლასაც კი განხილვის თემა ხდება, ისეთებიც არსებობენ, რომლებასც მზის ჩასვლა არ მოსწონთ. ეს ისე. საკამათო გახდა საკონცენტრაციო ბანაკის თემა, ეს არ არის საკონცენტრაციო ბანაკებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, არ მიფიქრია გარემოს გაცოცხლებაზე, ფილმი ემოციას ეფუძნება, მისგან უნდა მოდიოდეს და იგრძნობოდეს სიყვარულის ისტორია. თუ ფილმის ნახვის შემდეგ, ვიღაცას დაეუფლა უსამართლობის შეგრძნება ე.ი. ფილმი შედგა! ხელოვანი მეცნიერი არ არის, ის არ ეძებს სიმართლეს, ის სილამაზის, სიამოვნების ძიებაში უნდა იყოს.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s