ფედერიკო ფელინი “კაბირიას ღამეების” შესახებ

giulietta-masina-a-dona-de-noites-de-cabiria.html

    მარტოობის თემა და განმარტოებული ადამიანის დაკვირვება ყოველთვის ჩემი ინტერესის საგანი იყო. ბავშვობაშიც კი, არ შემეძლო არ შემემჩნია ისინი, ვინც განცალკევებულად მოჩანდა – ჩემი თავის ჩათვლით. ცხოვრებაშიც და ჩემს ფილმებშიც, ყოველთვის მაინტერესებდა ასეთი, საერთო ფონიდან ამოვარდნილი ადამიანები. უცნაურია, რომ, როგორც წესი, ყველაფრისგან მიტოვებულები ან ძალიან ჭკვიანები არიან, ან სულელები. განსხვავება იმაშია, რომ ჭკვიანები თავად ახდენენ იზოლირებას დანარჩენი სამყაროსგან, ხოლო ნაკლები ინტელექტის მქონენი, როგორც წესი, სხვების მიერ არიან გარიყულნი. „კაბირიას ღამეებში“ სწორედ რიგითი მარტოსული ადამიანის თავმოყვარეობისა და სიამაყის გრძნობას ვიკვლევ.

    კაბირიას პერსონაჟის ხანმოკლე გამოჩენამ ფილმ „თეთრი შეიხის“ ბოლო ნაწილში ჯულიეტას სამსახიობო მონაცემები გამოავლინა. რამდენდაცად შესანიშნავი დრამატული მსახიობი იყო ფილმებში Without Pitty და Variety lights, მან ასევე თავი გამოიჩინა, როგორც ტრაგიკომიკურმა მიმიმ, ჩაპლინის, კიტონის და ტოტოს ტრადიციებით. ფილმში „გზა“ მან საბოლოოდ განამტკიცა ეს შთაბეჭდილება. ჯელსომინამ ერთგვარად გაამდიდრა თავისი თავდაპირველი ხანმოკლე კაბირიას პორტრეტი და იმ დროს ვიგრძენი, რომ ამ პერსონაჟს ჰქონდა პოტენციალი მის შესახებ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შექმნილიყო, რა თქმა უნდა, ჯულიეტა მაზინას მონაწილეობით.

   ფილმ ll Bidone-ს გადაღების დროს მე შევხვდი რეალურ, ნამდვილ კაბირიას. ის ძველი რომის წყალსადენების ნანგრევებთან, პატარა ქოხმახში ცხოვრობდა. თავდაპირველად, გაღიზიანდა, ჩვეული დღის წესრიგი რომ დავურღვიე, თუმცა, როცა ჩვენი მანქანიდან საკვები შევთავაზე, მომიახლოვდა, როგორც პატარა მიუსაფარი დედალი კატა, ობოლი, შეურაცხყოფილი და ქუჩაში მოწანწალე, მაგრამ ძალიან მშიერი, მშიერი იმდენად, რომ მისი შიშები საჭმლის შეთავაზებამ გააქრო.

 მას ვანდა ერქვა, ისეთი სახელი, რომელიც შეიძლება მეც კი დამერქმია მისთვს, უკვე რომ არ რქმეოდა. რამდენიმე დღეში, მან თავისი გაურკვეველი ლაპარაკის მანერით გამანდო ზოგიერთი დეტალი იმის შესახებ, რომ ქუჩის მეძავად მუშაობდა რომში.

 ჯოფრედო ლომბარდოს(პროდიუსერი) თავისი გეგმები ჰქონდა ჩემი მომდევნო ფილმის დასაფინანსებლად, თუმცა მას ძალიან არ მოსწონდა მეძავის – მისი აზრით, მაყურებლისთვის რადიკალურად უარყოფითი პერსონაჟის – განსხვავებული კუთხიდან დანახების იდეა. და შესაბამისად, ბოდიში მოიხადა და საქმიდან გავიდა. თუმცა, იგი ერთადერთი არ იყო. რამდენიმე პროდუსერმაც არ მოიწონა სცენარი, ამაზე „ll Bidone“-ს კინოგაქირავებაში წარუმატებლობამაც იმოქმედა. არის ერთი ამბავი, რომელსაც ხშირად ჰყვებიან, იმის შესახებ, თუ რა ვუთხარი პროდიუსერს, როდესაც კაბირიას სცენარს ვთავაზობდი. ზოგჯერ იგივე ისტორიას ჰყვებიან, ოღონდ ის თითქოს სხვა ფილმის სცენარს უკავშირდებოდა.

  პროდიუსერი მეუბნება, – „ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ, ეს აუცილებლად უნდა გითხრა. შენ ჰომოსექსუალებზე იღებ ფილმებს..“ – და მგონი ამ დროს ალბერტო სორდის პერსონაჟს გულისხმობს ფილმიდან I Vitelloni, თუმცა მე ნამდვილად არ ჩამიფიქრებია მსგავსი რამ – „შენ ასევე ფსიქიატრიულ კლინიკაზეც გქონდა სცენარი“ – აქ ერთ-ერთ სცენარს გულისხმობს, რომელიც არასდროს გადაღებულა – „და ახლა კიდევ მეძავები.. რაზე იქნება შენი შემდეგი ფილმი?“ მე კი, როგორც ანეკდოტს გააგრძელებდნენ, გაბრაზებულმა ისე ვუპასუხე „ჩემი მომდევნო ფილმი პროდუსერებზე იქნება“.

   წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაჩნდა ეს ისტორია, შეიძლება იყოს მასში სიმართლის მარცვალი, მაგრამ რაღაც არ მახსენდება ეს ამბავი.. თან, არ მგონია, მასე მეპასუხოს, ისე კი ვისურვებდი. როგორც წესი, მე იმ ტიპის ადამიანი ვარ, მოგვიანებით რომ ვფიქრობ ხოლმე იმაზე, თუ რას მივახლიდი მსგავსი სიტუაციებში, არა და ცოტა უხერხულია, ერთი დღის მერე გადაურეკო ამის სათქმელად.

  ჩემს „კაბირიას ღამეებსა“ და ერთ ადრეულ იტალიურ უხმო ფილმ „კაბირიას“ შორის, რომელიც გაბრიელა ანუნციოს მოთხრობაზეა დაფუძნებული არანაირი კავშირი არაა. თუ რამემ ჩემს ფილმზე გავლენა მოახდინა, ეს ჩაპლინის „დიდი ქალაქის ჩირაღდნებია“,  ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სურათი. ჯულიეტას მიერ განსახიერებული კაბირიას პორტრეტი, სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად,  ჩაპლინის მაწანწალას უფრო მახსენებს, ვიდრე გინდაც ჯელსომინას. კაბირიას ექსტრავაგანტული ცეკვა ღამის კლუბში ჩაპლინს მაგონებს, და მისი შეხვედრა კინოვარსკვლავთან იდენტურია მაწანწალას მილიონერთან შეხვედრისა, რომელიც მხოლოდ მაშინ ცნობს ჩარლის, როცა ნასვამია. ფინალში მე დატოვე კაბირია კამერისკენ მომართული მზერით, ახალი იმედის ნაპერწკალითურთ, როგორც ჩაპლინი ტოვებს მაწანწალას „დიდი ქალაქის ჩირაღდნებში“. რა თქმა უნდა, კაბირიას ჯერ კიდევ უნდა ჰქონდეს იმედი, რადგან ის შინაგანად ძალიან ოპტიმისტია, მისი არც თუ ისე დიდი მოლოდინების ფონზე. ფრაგმა კრიტიკოსებმა კაბირია შარლოტად მოიხსენიეს, როგორც ჩარლი ჩაპლინის მდედრობითი პერსონაჟი. როცა ჯულიეტამ ამის შესახებ გაიგო, ძალიან ბედნიერი იყო. მეც ბედნიერი ვიყავი.

  კაბირიას  კოსტიუმების შესარჩევად ქუჩის ბაზრობა მოვიარეთ. შემდეგ, კი, რადგან ფილმისთვის დიდად ლამაზი ტანსაცმელი არ შეგვიძენია, ერთ-ერთ ძვირადღირებულ ბუტიკში წავიყვანე მისთვის ახალი კაბა რომ მეყიდა.

   სხვათა შორის, ეპიზოდი ტომრიანი კაცის შესახებ, რომელიც მხოლოდ კანის აუდიტორიამ ნახა, ისევ არსებობს და შეიძლება მომავალ ვერსიებში ჩაემატოს კიდეც, ისევე როგორც ბევრი სხვა დიდებული ეპიზოდი, რომლებიც თავის დროზე იძულებული ვიყავი ამომეჭრა. ამდენი წლის შემდეგ, არც კი ვიცი ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტად რას ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ეს სცენა ძალიან კარგია, თუმცა მასთან ერთად და მის გარეშეც ფილმი მაინც არ იცვლება. ასე რომ, ასე თუ ისე გამიმართლა, რომ კაბირიაში მხოლოდ ეს ნაწილი ჩათვალა იტალიურმა ეკლესიამ მაყურებლისთვის მიუღებლად. ტომარამოკიდებულ კაცს პური ელაგა შიგნით, და დადიოდა რომის ქუჩებში უსახლკაროების გამოსაკვებად. ეს რეალური პერსონაჟი იყო, ადრე თავად გადავეყარე. თუმცა, ეკლესიიდან ვიღაცები გამოჩნდნენ, რომლებმაც გააპროტესტეს ამ სცენის არსებობა ფილმში და განაცხადეს, რომ მშივრების დაპურება ეკლესიის როლია და მსგავსი სცენით მე ჩრდილს ვაყენებდი მათ იმიჯს, ისე გამომყავდა თითქოს ეკლესია თავის მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებდა. მე შემეძლო მეპასუხა მათთვის, რომ ეს ტომრიანი კაცი კათოლიკე იყო და წარმომეჩინა, როგორც კათოლიკური ეკლესიის წიაღიდან გამოსული ძალიან კარგი მაგალითი, რომელიც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას იღებდა, თუმცა არ ვიცოდი ეს ყველაფერი ვისთვის და როგორ უნდა ამეხსნა.

  გამიგია, რომ ტერმინი – საავტორო კინოს რეჟისორი, პირველად ფრანგმა კინოკრიტიკოსმა ანდრე ბაზენმა ჩემთან მიმართებაში იხმარა სტატიაში კაბირიას შესახებ. ამერიკული ბროდვეის მუსიკალური კომედია და ჰოლივუდური სურათი Sweet Charity “კაბირიას ღამეების” მოტივებზე შეიქმნა. ჩემი სახელიც ნახსენები იყო, თუმცა არ ვეთანხმები ბობ ფოსს, რომ ჩემთვის ამხელა მნიშვნელობის მინიჭება საჭირო იყო, უმჯობესია, ეს ფილმი თავიდან ბოლომდე მის ქმნილებად მიიჩნეოდეს.

  კაბირიას ხალასი შინაგანი სამყარო ისეთი კეთილშობილი და მშვენიერია.. კაბირია ძალიან გულუბრყვილოა, რომელიც თავის თავს ყველაზე უღირს მთხოვნელსაც სთავაზობს და ტყუილშიც კი სიმართლე ესმის. მიუხედავად იმისა, რომ ის მეძავია, მისი ძირითადი ინსტინქტი მიმართულია ბედნიერების ძიებისკენ, ყველაფერს აკეთებს ამისთვის, როგორც მოთამაშე, რომელსაც კარგი კარტი ჯერ არ მოსვლია და ელოდება. მას სურს, რომ შეიცვალოს, თუმცა ცხოვრებამ მხოლოდ უიღბლოს როლი არგუნა. თუმცა, ის ისეთი უიღბლო ტიპაჟია, რომელიც ყოველთვის ეძებს რაღაც ბედნიერებებს.

  კაბირია მსხვერპლია, და ყოველი ჩვენგანი ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს მსხვერპლი. მაინც, ის ყველაზე მეტად თავისი პიროვნულობის მსხვერპლია. თუმცა, მასში გადარჩენის ინსტინქტი არ იკარგება. ფინალურ სცენაში, სადაც ამბავი სრულდება, საბოლოო გადაწყვეტა იმდენად პოზიტიურია, რომ კაბირიას ბედ-იღბალზე აღარ უნდა იდარდო მაყურებელმა. მე კი, მისი ბედი დღემდე მაღელვებს.

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s